დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი შემდეგ გამოსვლაზე იტყვის უკვე სახელს და გვარს, ვინც აზიანებს ენმ-ს - ხაბეიშვილი
„დარწმუნებული ვარ, რომ სახელი და გვარებით მოიხსენიებს ყველა იმ ადამიანს და ყველანაირი გაურკვევლობა ამით დასრულდება, ვინც აზიანებს ნაციონალურ მოძრაობას,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.
როგორც ხაბეიშვილი ამბობს, მიხეილ სააკაშვილი, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა, კონკრეტულ სახელებს დაასახელებს, ვინც პარტიას აზიანებს.
დარწმუნებული ვარ, რომ სახელი და გვარებით მოიხსენიებს ყველა იმ ადამიანს და ყველანაირი გაურკვევლობა ამით დასრულდება, ვინც აზიანებს ნაციონალურ მოძრაობას. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ მივცე შესაძლებლობა, გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება,“ - ამბობს ხაბეიშვილი.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი პირი, ვისზეც წინა სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა, ნიკა მელია იყო.
მიხეილ სააკაშვილმა თავად მისივე განცხადებაში რამდენიმე წუთის განმავლობაში აბსოლუტურად არაორაზროვნად განაცხადა, რომ ენმ-ის ლანძრვა-გინებას პარტიის შიგნიდან უნდა მორჩეს.
ვის ეხებოდა ეს წინადადება და წყობა? - დარწმუნებული ვარ ეხებოდა ნიკა მელიას, რატომ - იმიტომ, რომ მთელი ამ თვეების განმავლობაში ის საუბრობს პოსტვ-ის, იმედის, კობახიძის და ღარიბაშვილის ენით, ამას აკეთებს - მას ეხებოდა, მის გარდა არ არსებობს პარტიაში სხვა, ვინც ამას კადრულობს. მან იკადრა, ის კადრულობს და ის საუბრობს ამ ენით და პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება ეკუთვნოდა მას პირადად.
რაც შეეხება ფბ სტატუსს, რომელიც ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის ფბ-ზე გამოჩნდა, დარწმუნებული ვარ, შემდეგ გამოსვლაზე, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემა პრეზიდენტი სააკაშვილი იტყვის უკვე სახელ და გვარს, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ სახელით და გვარით იტყვის, ვინ არის ის ადამიანი ან ადამიანები, ვინც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა ენმ-ის,“ - ამბობს ხაბეიშვილი.