ხაბეიშვილი: "ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილი" - ამ ტექსტებით საუბრობდა ნიკა მელია

06.11.23 18:33
ხაბეიშვილი: "ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილი" - ამ ტექსტებით საუბრობდა ნიკა მელია

„აღარავის მივცემ შესაძლებლობას, პარტიის სახელი აგორაოს ტალახში - უნდათ მუქარად მიიღონ, უნდათ ლექსად, უნდათ სიმღერად, არ მივცემ ამის უფლებას, აი, როგო? დამელოდონ და ვანახებთ,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიას მისამართით გააკეთა.

ლევან ხაბეიშვილი არ აკონკრეტებს, რა ნაბიჯებს გადადგამს ნიკა მელიას მისამართით - გარიცხავს მას პარტიიდან თუ დაელოდება ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.

ამ ადამიანმა საკუთარი თავი გარიცხა და რიცხავს ყოველ დღე მისი საჯარო განცხადებებით. ენმ-ის წევრი როცა ხარ, უნდა გქონდეს თავმოყვარეობა. რას ვაპირებ? - დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შედეგებს საზოგადოება გაიგებს პირველი. ვაპირებ თუ არა, რომ ამის შესაძლებლობა მივცე ადამიანებს, რომლებიც 8 თვის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის ენით საუბრობს? - აღარ მივცემ და კარგად დაიმახსოვრონ,. რომ აღარ მივცემ იმის შესაძლებლობას. რასაც ამ თვეების განმავლობაში აკეთებდა.
გინდა მუქარად აღიქვას, გინდა სიმღერად აღიქვას და უნდა ლექსად აღიქვას, თავმოყვარეობა უნდა ეყოს ყველას და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ნუ მაიძულებს, კუთხეში მივუთითო, რომ სადმე კუთხეში უნდა დადგეს ან რამე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. არ ვაპირებ, ენმ-ის ზიანი შევარჩინო და ვაპატიო ვინმეს. მორჩა, დახურულია ეს თემა, ეს ხალხი ენმ-ის სახელით ამას ვეღარ გააკეთებს," - ამბობს ხაბეიშვილი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სტატუსს, სადაც ის პუტინის თამაშად აფასებს იმ განცხადებებს, როდესაც მას „დავრდომილად“ წარმოაჩენენ, ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ ამაშიც ნიკა მელია იგულისხმება.

სხვადასხვა ეთერებში კონკრეტული ადამიანი ამბობდა, რომ ლოგინს მიჯაჭვული სააკაშვილი და ამ ტექსტებით საუბრობდა - ნიკა მელია. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადებაც ეხება მათ, ვინც საუბრობს ასე. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს და ისე აღიქვას. ადამიანებს ვერავინ ვერ მოატყუებს. ვინც ეძახის ეს არის რუსული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც სააკაშვილზე ამ ენით საუბრობენ, რომ თურმე ის დავრდომილია და თურმე ის ლოგინს მიჯაჭვულია და კიდევ კონკრეტული ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ეთერში ამას პროპაგანდირებს,“ - ამბობს ხაბეიშვილი.