უარი თუ სტატუსი ახალი დათქმებით - რა რეკომენდაციას გასცემს ევროკომისია?

06.11.23 20:18
უარი თუ სტატუსი ახალი დათქმებით - რა რეკომენდაციას გასცემს ევროკომისია?

 

 

100 გვედრი და 34 თავი - სქელტანიანი ანგარიში საქართველოზე მზად არის,  თუმცა ისტორიულ გადაწყვეტილებამდე 48 საათით ადრეც დასკვნის შინაარსი ჯერ ისევ  ბუნდოვანია. რა რეკომენდაციას გასცემს  ევროკომისია  - ეს არის ახლა მთავარი კითხვა თბილისშიც და ბრუსელშიც.

არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში ევროკავშირის პირობები მძიმე იქნება და ეს მხოლოდ 12 რეკომენდაციას არ ეხება. ერთ-ერთი მთავარი დათქმა 2024 წლის არჩევნებს შეეხეება, რომელმაც საქართველოსს ევროპული მომავალიც უნდა გადაწყვიტოს. 

სწორედ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული გაიხსნება თუ არა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების ფანჯარა. ამ გადაწყვეტილებას ბრუსელი მომავალი წლის ბოლოს მიიღებს.

კიდევ ერთი სავარაუდო პირობა იქნება საგარეო კურსის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" დღეს წინსწრებით დაანონსა, რომ რუსულ სანქციებს ქვეყანა არ მიუერთდება. "მაშინ მოგვეცით სამხედრო და ეკონომიკური გარანტიები" - ეს იყო დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პირობა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.