გახარიას პარტიაში ისევ სკანდალია - ყოფილი თანაპარტიელი ექსპრემიერს შანტაჟში ადანაშაულებს

06.11.23 20:34
გახარიას პარტიაში ისევ სკანდალია - ყოფილი თანაპარტიელი ექსპრემიერს შანტაჟში ადანაშაულებს

 

 

გახარიას პარტიაში ისევ სკანდალია. ექსპრემიერის თანაგუნდელების წინააღმდეგ იერიში პარტიიდან გარიცხულმა ნატალია ძიძიგურმა მიიტანა. ბათუმის საკრებულოში პარტია "საქართველოსთვის" ყოფილი წევრი ამბობს, რომ მას პირადი ცხოვრებით გახარიას თანაპარტიელები აშანტაჟებდნენ, რომლებიც მითითებებს ექსპრემიერისგან იღებდნენ. ძიძიგურს ამ ხმაურიანი ამბის დამტკიცება პროკურატურაში მოუწევს. მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანა ბრალდებების ერთ-ერთმა ადრესატმა უკვე დაანონსა.

ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორედ გახარია და მისი გუნდი მძიმე ბრალდებების სამიზნე ხდება. ექსპრემიერის პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ წინასაარჩევნოდ მოქმედებაზე სუსი გადავიდა, რომელიც ბინძური მეთოდებით ცდილობს პარტიის დაზიანებას. "საბჭოთა კაგებეშნიკური მეთოდებით დაწერილი სცენარი სუს-ში" -ამბობენ პარტია "საქართველოსთვის" წევრები და ყოფილ თანაგუნდელს ახსენებენ, რომ პარტიიდან "ოცნებასთან" საეჭვო კავშირების გამო გარიცხეს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.