ვინ ურევს სიტუაციას ენმ-ში - სააკაშვილის შემდეგ პროცესზე მხილებას ხაბეიშვილი აანონსებს
ვინ ურევს სიტუაციას "ნაციონალურ მოძრაობას"? ლევან ხაბეიშვილი აანონსებს, რომ დიდი მხილება მალე იქნება. პარტიის თავმჯდომარის ინფორმაციით, მომავალ სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი იმ ადამიანების ვინაობას დაასახელებს, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" აზიანებს. ამ დრომდე კონკრეტიკა არ ყოფილა, თუმცა ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის განცხადებების ადრესატი ნიკა მელიაა. მოქმედი თავმჯდომარე არ გამორიცხავს, ყოფილს კარისკენ უკვე საჯაროდ მიუთითოს.
მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე განცხადება და დიდი გაურკვევლობა პარტიაში - მესამე პრეზიდენტი მიუთითებს შეცდომებზე, მაგრამ არ ამბობს, ვინ არის მისი მიმართვის ადრესატი. პირველი განცხადების შემდეგ რიტორიკა მალე შეიცვალა, ამიტომ გაჩნდა ბევრი ინტერპრეტაცია.
მელიას გუნდში ამტკიცებენ, რომ ექსთავმჯდომრეს სააკაშვილმა პარტიაში დარჩენის სანაცვლოდ მაღალი ლეგიტიმაციის ბორდის თავმჯდომარეობა შესთავაზა, რაზეც მელიამ უარი თქვა.
ვრცლა ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.