რუსი ოკუპანტების მიერ სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ფაქტს სუსი ადასტურებს
სროლა სოფელ კირბალში, რაც მსხვერპლით და საქართველოს მოქალაქის გატაცებით დასრულდა - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.
2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.
მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით," - აცხადებენ სუს-ში.