რიგითებს 8 ათასი, თანამდებობის პირებს 10 ათასი - დეპუტატებს ხელფასები უორმაგდებათ
დეპუტატებისთვის ხელფასების ზრდას ხალხი გაგებით უნდა მოეკიდოს - "ოცნების" ახალი გზავნილი მოქალაქეებს. მმართველი პარტიის წევრებმა ანაზღაურების გაორმაგების ახსნა დღეს იმით სცადეს, რომ ხალხის რჩეულები არიან და იმსახურებენ ყოველ თვე მათ სახელფასო ანგარიშზე ათასობით ლარი ჩაირიცხოს.
დეპუტატი ქვეყნის პრემიერ მინისტრზე ორჯერ მეტ ანაზღაურებას მიიღებს. დეპუტატობა საქართველოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ხდება. რიგითებს რვა ათასი ლარი, თანამდებობის პირების კი ათი ათასამდე იქნება.
ხომ არ ახალისებს პარლამენტი ამ გადაწყვეტილებით მთავრობას და უნდა ველოდოთ თუ არა შემოსავლების მატებას აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც? მაშინ, როდესაც "ოცნება" ხელფასებს იორმაგებს, სოციალურად დაუცველებმა ისევ ორასი ლარით, პენსიონერებმა კი 300-ით უნდა იცხოვრონ.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.