დეპუტატებს პარტყა-პურტყით ვეღარ მოუხსნის უმრავლესობა იმუნიტეტს - გიორგი ვაშაძე

14.06.21 13:35
დეპუტატებს პარტყა-პურტყით ვეღარ მოუხსნის უმრავლესობა იმუნიტეტს - გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პარლამენტშო რეგლამენტის ცვლილებას  შარლ მიშელის მიღწევად აფასებს. გიორგი ვაშაძის თქმით, აღნიშნული ცვლილება უმრავლესობის მხრიდან ოპოზიციური დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნას შეუშლის ხელს. 

შარლ მიშელის დოკუმენტში ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი იყო, რომ პარლამენტი არ ყოფილიყო პოლიტიკური იარაღი. სწორედ შარლ მიშელის დოკუმენტის მიღწევაა ერთ-ერთი ძალიან დიდი, რომ რეგლამენტში შევა ცვლილება და ოპოზიციური პოლიტიკოსებს, დეპუტატებს, პარტყა-პურტყით ვეღარ მოუხსნის უმრავლესობა იმუნიტეტს, - აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

ახალი ცვლლების თანახმად „ქართული ოცნება“  რომელიმე კონრეტული დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას ერთპარტიული გადაწყვეტილებით ვეღარ შეძლებს. იმუნიტეტის მოსახსნელად 90 ხმა იქნება საჭირო, რასაც მმართველი გუნდი ოპოზიციის ხმების გარეშე ვეღარ მოახერხებს.