პოლიციის მაქსიმალური მობილიზებაა კირბალთან - ჟურნალისტებს სოფელში შესვლის უფლებას არ აძლევენ

06.11.23 19:31
პოლიციის მაქსიმალური მობილიზებაა კირბალთან - ჟურნალისტებს სოფელში შესვლის უფლებას არ აძლევენ

სროლა სოფელ კირბალთან და მოკლული საქართველოს მოქალაქე და გატაცებული კიდევ ერთი პირი - სოფელ კირბალის შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა ახლა სოფლის შესასვლელი და გადაადგილება აკრძალულია.

ადგილზე იმყოფება "პირველების" გადამღები ჯგუფი. თუმცა, მედიას სოფელში შესვლის საშუალება არ ეძლევა.

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.