დღეს გამოჩნდა, რომ რეალურად არ გვყავს არც ძალოვანი უწყება და არც მთავრობა - ქორჩილავა

06.11.23 19:56
დღეს გამოჩნდა, რომ რეალურად არ გვყავს არც ძალოვანი უწყება და არც მთავრობა - ქორჩილავა

"როგორც ადრე იყო ლეკიანობა, დღეს არის რუსიანობა და იტაცებენ ადამიანებს," - ეს განცხადება გორის საკრებულოს წევრმა ბექა ქორჩილავამ "დღის ამბებთან" გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი ხელისუფლების პირობებში ბორდერიზაცია და მცოცავი ოკუპაცია ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობამ ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოს არც მთავრობა და არც ძალოვანი უწყება არ გააჩნია.

ამ წუთებში მივემართებით სოფელ კირბალისკენ. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთი გატაცებულია, ერთი გარდაცვლილი, სხვა დეტალებს კი, რამდენიმე წუთში ადგილზე ვიქნებით, და მერე შევიტყობთ. ის რაც ხდება მთელ ჩვენს ქვეყანაში, საკუთარი სახლებიდან, სოფლებიდან ჩვენს თანამოქალაქეებს იტაცებენ არის სამარცხვინო და ქართველი ხალხის აბუჩად აგდება. მცოცავი ოკუპაცია და ბორდერიზაცია "ქართული ოცნების" პირობებში ჩვეულებრივი რამ იყო და სამწუხაროდ ფატალური შედეგი დგება. დღეს გამოჩნდა, რომ რეალურად არ გვყავს არც ძალოვანი უწყება და არც მთავრობა და არავინ არ არის ჩვენი პატრონი, ეს არის სამარცხვინო. როგორც ადრე იყო ლეკიანობა, დღეს არის რუსიანობა და იტაცებენ ადამიანებს - აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.