ერთი გარდაცვლილია, ერთი, სავარაუდოდ, დაჭრილი და გადაყვანილია, ერთმა გამოქცევა მოახერხა და კიდევ ერთი ადამიანი არ ჩანს - გოგა აფციაური
"ლევან დოთიაშვილი უნდა იყოს დაკავებული და კიდევ ერთი მოქალაქე არ ჩანსო და ადგილზე ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ასევე დაჭრილი გადაყვანილია საოკუპაციო ხაზს მიღმა," - ამ განცხადებას "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი გოგა აფციაური "დღის ამბებთან" აკეთებს.
როგორც აფციაური ამბობს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, საუბარია 4 ადამიანზე, ერთმა გამოქცევა მოახერხა, ერთი მოკლეს ოკუპანტებმა, სავარაუდოდ კიდევ ერთი მოქალაქე დაჭრილია და ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გადაყვანილი.
ადგილობრივ მცხოვრებლებს ვესაუბრე, 70 წლამდე მოქალაქე თამაზ გინტური არის გარდაცვლილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად. გვითხრეს, რომ ის თავდაპირველად დაჭრილი იყო, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ასევე ერთ-ერთი მოქალაქე ლევან დოთიაშვილი უნდა იყოს დაკავებული და კიდევ ერთი მოქალაქე არ ჩანსო და ადგილზე ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მოქალაქე ასევე დაჭრილი გადაყვანილია საოკუპაციო ხაზს მიღმა. შესაძლოა მეოთხეც იყოს.
ერთმა მათგანმა ჩვენი ინფორმაციით, გამოქცევა მოახერხა, ერთი გარდაცვლილია, ერთი სავარაუდოდ დაჭრილი და გადაყვანილია და კიდევ ერთი ადამიანი არ ჩანს, საუბარია 4 ადამიანზე და ვნახოთ, რა დადასტურდება,“ - ამბობს აფციაური.