ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს

06.11.23 19:59
ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს

ოკუპანტებმა სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქე ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. მისი გატაცება, სავარაუდოდ, სოფელ კირბალთან მდებარე ეკლესიიდან მოხდა.

სუს-ის ინფორმაციით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობისას ოკუპანტებმა ისროლეს და საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ასევე, გატაცებულია ერთი მოქალაქე.

ადგილობრივების ინფორმაციით, დოთიაშვილი რამდენიმე ადამიანთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ჩასაფრება მოაწყვეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს და ერთი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაჭრეს ოკუპანტებმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.