რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას - გახარია

06.11.23 20:05
რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას - გახარია

"რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება," - ამ სიტყვებით ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია სოფელ კირბალთან განვითარებულ მოვლენებს.

გახარიას შეფასებით, სოფელ კირბალთან ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობამ და მოქალაქეების გატაცებამ დაადასტურა, რომ რუსეთი მტერია, ნებისმიერი კომპრომისი კი მოჩვენებით მშვიდობას ნიშნავს.

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე მოკლეს და მეორე დააკავეს. რუსეთი მტერია! ოკუპაცია გრძელდება. ნებისმიერი კომპრომისი მტერთან ნიშნავს მოჩვენებით მშვიდობას. საქართველოს გრძელვადიანი მშვიდობა ევრო-ატლანტიკურ ოჯახშია," - წერს გიორგი გახარია.