ეს არის ფასი, რომელსაც საქართველო "ოცნების" და ივანიშვილის გამო იხდი - "ლელოს" საგანგებო განცხადება
"ლელო - საქართველოსთვის" საოკუპაციო ხაზთან მოკლული საქართელოს მოქალაქის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ოპოზიციური პარტია საგანგებო განცხადებაში წერს, რომ ის, რაც დღეს კირბალში მოხდა, "ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობაა.
"ლელო" მკვლელების ქართული მხარისთვის გადმოცემას და იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რომელიც ხელისუფლებამ დაიყოვნებლივ უნდა გაატაროს.
პირველ რიგში, ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახს და სრულიად საქართველოს.
ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკოს შედეგად რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
ესაა ფასი, რომელსაც საქართველო იხდის იმის გამო, რომ ბიძინა ივინიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ყველაფრის უფლება მისცა რუსეთს. რუსულმა ოცნებამ აღადგინა ფრენები, არ დააწესა სავიზო რეჟიმი და თავს გასულმა ოკუპანტმა გაბედა ყველაზე მძიმე რამ. მოკლა საქართველოს მოქალაქე.ხელისუფლება, რომელიც თავისი ხალხის ინტერესებით უნდა მოქმედებს, ახლა უნდა დგამდეს შემდეგ ნაბიჯებს: 1. ითხოვდეს რუსეთის მხრიდან, ყველა იმ პირის გადმოცემას საქართველოსთვის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა; 2. იყენებდეს ყველა დიპლომატიურ მექანიზმს, რათა საერთაშორისო საზოგადოებამ ერთხმად და უპირობოდ დაგმოს მომხდარი და ამასთან გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული დიპლომატიური მექანიზმი, რათა გაძლიერდეს წნეხი ოკუპანტებზე, დღეს საქართველოს უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის გასათავისუფლებლად, ისევე როგორც აქამდე ტყვეობაში მყოფი 9 მოქალაქის გასათავისუფლებლად; 3. დაუყოვნებლივ მიმაროს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს, რათა სამართლებრივი შეფასება მიეცეს და პასუხისმგებლობა დაეკისროს რუსეთს ამ ვანდალური ფაქტის გამო, - წერს "ლელო".