უხეში თავდასხმა სახელმწიფოებრიობაზე კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე მოძმის" ნამდვილ ბუნებას - პრეზიდენტი
ოკუპანტების მხრიდან საქართველოს ერთი მოქალაქის მოკვლას და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. სოციალურ ქსელში პრეზიდენტი ამბობს, რომ "ღრმად აღშფოთებულია" რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მოკვლით.
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.
ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.
ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს "ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს.
სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას," - წერს პრეზიდენტი.