"არა სისხლიან ოკუპაციას" - დღეს, 21:30 საათზე, საქართველოს პარლამენტთან აქცია ჩაინიშნა
"არა სისხლიან ოკუპაციას!" - ამ სლოგანით დღეს, 6 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან აქცია ჩაინიშნა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 21:30 საათზე შეიკრიბებიან.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
"არა სისხლიან ოკუპაციას! დღეს რამოდენიმე ხნის წინ, სოფელ კირბალთან რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად ჩვენი ხელისუფლება ნულოვლად რეაგირებს… ჩვენი, ყველა ქართველის ვალია დავიცვათ საქართველო სისხლიანი რუსეთისგან!" - წერენ აქციის ორგანიზატორები.