გპირდებით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს და დაისჯება - ვაშაძე საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

06.11.23 21:31
გპირდებით, ყველა დამნაშავე აგებს პასუხს და დაისჯება - ვაშაძე საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

"გპირდებით ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს და დაისჯება" - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შეფასებისას განაცხადა.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს.

ვგმობთ სოფელ კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მერ ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქის ვერაგულ მკვლელობას. გპირდებით ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს და დაისჯება! ჯალათური ფაქტი მიუთითებს, რომ ოკუპანტებთან დათმობას მხოლოდ წახალისების ეფექტი აქვს და ეს ბარბაროსობა, ოკუპაცია დასრულდება მაშინ, როცა ქვეყანა გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი და არა მტერთან კოლაბორაციით და ღალატით, რომელი გზაც ხელისუფლებამ აირჩია! - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.