პუტინის შეურაცხყოფაზე გამოვარდით და ახლა, როცა ადამიანი მოგვიკლეს, სად ხართ? - ჩიხლაძე "ოცნებას"

06.11.23 22:05
პუტინის შეურაცხყოფაზე გამოვარდით და ახლა, როცა ადამიანი მოგვიკლეს, სად ხართ? - ჩიხლაძე "ოცნებას"

"პუტინის შეურაცხყოფაზე გამოვარდით და ახლა, როცა ადამიანი მოგვიკლეს, სად ხართ? " - ასე მიმართავს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "საჯარო პოლიტიკის" ეთერიდან მმართველ პარტიას და ამბობს, რომ პრემიერ ღარიბაშვილმა ცნობილი რუსული მულტფილმის ტექსტებით საუბრის მაგივრად, საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოიყენოს.

ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების ყველა ნორმაა მოშლილი, რადგან სუს-ის თანამშრომლები პოლიტიკურ დავალებებს ასრულებენ.

კონკრეტული უწყებების მიმართ კითხვა დამებადა. ერთი აი ეს სუს-ი მოკლეს თუ გარდაიცვალა ვერ გაარკვიეს, მაგრამ ესეთ სუს-თან საერთოდ კითხვას რა აზრი აქვს, ან რა გააკეთეს აქამდე ამის პრევენციისთვის, ან რას გააკეთებენ ახლა. თქვენს სიუჟეტში საინტერესო იყო, რომ იქ პოლიციის პუნქტი არ ყოფილა, რისკები არ იყო შეფასებული. ესეც ნიშნავს, რომ სრული ჩავარდნაა, მაგრამ ჩავარდნა იქნება აბა რა, სუს-ი ჩვენ დაგვდევს და პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს და საერთოდ მოშლილია ქვეყნის უსაფრთხოება.

მეორე კითხვა მაქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და სამინისტროსადმი, ახლაც ისე მოიქცევით, როგორც ოჩამჩირის ბაზის შემთხვევაში, არაფერს არ ვიტყვით, ხმას არ ამოვიღებთო, გამოვიდა დარჩიაშვილი, ახლაც ესე მოიქცევიან? პუტინის შეურაცხყოფაზე გამოვარდა და ახლა ადამიანი მოგვიკლეს და სად არის. ერთადერთი რა ბერკეტი გვაქვს ჩვენ, ის კი არა, რომ ყველასთან ითანამშრომლეთ ხალხნო და ცნობილ რუსულ მულტფილმში რომ არის, ყველამ მეგობრულად ვიცხოვროთო, აი ეს ტექსტი რომ ჰქონდა ღარიბაშვილს, ეგ კი არა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოიყენო, განგაში ატეხე. ესენი ოკუპაციას ოკუპაციას ვერ ეძახიან, გატაცებას უკანონოდ დაკავებას ეძახიან და მკვლელობას ვითომ საავადმყოფოში გარდაიცვალაო ადამიანი ამას ამბობენ - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.