პრემიერო, ეს არის თქვენი მშვიდობა? - სოფო ჯაფარიძე

06.11.23 22:36
პრემიერო, ეს არის თქვენი მშვიდობა? - სოფო ჯაფარიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მოკავშირე რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს სადისტურად კლავს.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა და რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა. 

პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება რუსული პოლიტიკის გამტარებელია, ამიტომ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე რეაგირებას არ მოახდენს.

ჯერ, პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, ეს არის ჩვენი ხელისუფლების და პრემიერის მშვიდობა? ეს არის ის ყველაფერი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ისინი ასე მშვიდი სახეებით გვესაუბრებიან, ეს არის მშვიდობა, როდესაც რუსი სამხედროები, ოკუპანტები შემოდიან და ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უდიდესი ტრაგედია. ჩვენმა ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, რუსებმა რა უნდა გააკეთონ, ჩვენი ხელისუფლების წევრები არიან რუსები, რა უნდა გააკეთოს ჩვენმა პრემიერმა, როგორ შეიძლება მათ რამე მოთხოვო, როცა სრულად რუსულ პოლიტიკას ატარებენ ისინი და სწორედ მათი მოკავშირე ერი გვიკლავს ჩვენ მოქალაქეებს ჩვენსავე ქვეყანაში. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, უდიდესი ტრაგედიაა და არ მინდა პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, მაგრამ შეუძლებელია სხვანაირად ვისაუბროთ იმ ტრაგედიაზე, რის წინაშეც ქართველი ერი დავდექით. დიახ, მშვიდობიან მოქალქეებს ასე გვიკლავენ რუსინ ოკუპანტები, ასე იტაცებენ ჩვენი ქვეყნიდა. აღარ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ხელისუფლებამ თავი უხაროს ამ მკვლელებს და ჩვენ ამას ასე მშვიდად ვუყოროთ - განაცხადა ჯაფარიძემ.