"რუსეთი კლავს..."- კრამონი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

06.11.23 22:53
"რუსეთი კლავს..."- კრამონი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე

"ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ" - რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელეობას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება:

"რუსეთი კლავს. ის კლავს უკრაინაში, სირიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოში. საქართველოს აქვს 200-წლიანი გამოცდილება იმისთვის, რომ იცოდეს, რომ მოძალადის დამშვიდება არ მუშაობს. ბოროტებას მხოლოდ ერთად დგომით დავამარცხებთ. ვუსამძიმრებ კიდევ ერთი მსხვერპლის ოჯახს", - წერს კრამონი.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.