ინფორმაცია მივიღეთ, რომ თავს კარგად გრძნობს- სუსი გატაცებულზე
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას არცელებს.
ირაკლი ანთაძემანთაძის თქმით, საოკუპაციო რეჟიმისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ დოთიაშვილი კარგად გრძნობს თავს.
"საოკუპაციო რეჟიმისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით, რომ იგი დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ დავრწმუნდეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა"- თქვა ანთაძემ.
ერგნეთში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.