ანთაძე ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი აწარმოებს ე.წ. გამოძიებას და ამბობენ, რომ დამნაშავეები "დაისჯებიან"

06.11.23 23:37
ანთაძე ამბობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი აწარმოებს ე.წ. გამოძიებას და ამბობენ, რომ დამნაშავეები "დაისჯებიან"

ერგნეთში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეხვედრა გაიმართა.

"ერთადერთი უკუკავშირი (საოკუპაციო რეჟიმისგან) არის ის, რომ ისინი აწარმოებენ ე.წ. გამოძიებას და დამნაშავეები დაისჯებიან", - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.