მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე - დარჩიაშვილი
"მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე" - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი რუსი საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.
ილია დარჩიაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მომხდართან დაკავშირებით და საოკუპაციო ძალებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახის მიმართ. მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", - წერს დარჩიაშვილი.