„ოქროს მოწმე“ არსებობს და ის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა - ირაკლი ანთიძე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი „ოქროს მოწმეა“ და ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.
მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ დოთიაშვილი თავს კარგად გრძნობს.
ჩვენ ველოდით, რომ ის დავაბრუნოთ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე თავად დავრწმუნდეთ, როგორია მისის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ ფაქტს თვითმხილველი არ შესწრებია. მოვლენები განვითარდა იმ გვარად, რომ საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს. ამ ეტაპზე ეს არის ის ინფორმაცია, რაზეც დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ“,- განაცხადა ანთაძემ.
ანთაძეს თქმით, საოკუპაციო ხაზთან რაც მოხდა ეს არის მკვლელობა.
„ეს არის მკვლელობა და რა მნიშვნელობა აქვს რომელ ტერიტორიაზე მოხდა? ოკუპირებული ტერიტორია არის საქართველოს ტერიტორია და სწორედ, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა იქ მყოფი რუსეთის საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას.
ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება. მიმდინარეობს მუშაობა და ვეძებთ ყველა შესაძლო დეტალს, რაც დამატებით ნათლეს მოჰფენს ამ უმძიმეს დანაშაულს. ამ მომენტისთვის ოქროს მოწმეზე დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ ეს გახლავთ ის პიროვნება , რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რომლის დაუყოვნებლივი დაბრუნებაც ოჯახში მოვითხოვეთ“,- განაცხადა ანთაძემ.
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.