მადლობა "ოცნებას" საინიტარული დასუფთავებისთვის - გახარია
ენგრევა თუ არა გახარიას პარტია თავზე? - ექსპრემიერი აქტუალურ კითხვას "ტიკ-ტოკზე" პასუხობს.
პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე ამბობს, რომ " პარტია მხოლოდ ძლიერდება".
მისი თქმით, სწორედ აქედან გამომდინარეობს "ოცნების" ინსტინქტი და "ისტერიკა".
2024 წლის არჩევნებამდე სულ რაღაც 1 წელი დარჩა და "ოცნება" უფრო და უფრო იაზრებს, რომ ვერ იმარჯვებს, მარცხდება, შესაბამისად ეშინია. ეს შიში "ოცნებას" ბევრ სიბინძურეს ჩაადებინებს, სწორედ ისე, როგორც 2012 წლის არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობა" იქცეოდა, ან მანამდე საბჭოთა პერიოდში საბჭოთა უშიშროება ექცეოდა ქართულ ეროვნულ მოძრაობას. სად არიან ისინი, სწორედ ასე ჩაბარდება "ოცნებაც" ისტორიას, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ "ოცნების" შემდგომ იქნება ყველაზე დიდი იმედგაცრუება და ყველაზე მეტი აუხდენელი ოცნებები, იმიტომ რომ მოლოდინები იყო გულწრფელი. გარდა ამისა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ოცნების" შემდგომ დარჩებიან მორალურად გატეხილი ადამიანები, რომლებზეც სახელმწიფომ პარტიის დავალებით იძალადა, მოისყიდა და მათ უარი ათქმევინა თავიან ღირსებაზე და თავიანთ მომავალზე.
სინამდვილეში მე არ ვიცი, ვის აქვს ეს ჩაბარებული, "ოცნებაში" ვინ არის ამ სასახელო საქმეზე პასუხისმგებელი, მაგრამ მინდა, მადლობა ვუთხრა, სანიტარული დასუფთავებისთვის და ვთხოვ, რომ გააგრძელონ. თქვენზე უკეთესად ეს ბინძური საქმე სხვას არ გამოსდის"- აცხადებს გახარია.
რაც შეეხება მომავალს, გიორგი გახარიას თქმით, მომავალს ქმნიან თავისუფალი, ძლიერი, ფასეულობების ერთგული, თამამი და პასუხისმგებლობიანი ადამიანები:
მინდა, მოგმართოთ თქვენ, დღეს საქართველოში თუ ვინმე არის ერთმანეთთან დალაგებული ეს არის "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". ისინი კომფორტულად თანამშრომლობენ ერთმანეთთან ბიზნესში, კორუფციაში, როცა დასჭირდებათ პოლიტიკაშიც. სწორედ ამიტომ გვებრძვიან ჩვენ და არა ერთმანეთს, სწორედ ამიტომ ეშინიათ ჩვენი და არა ერთმანეთის, იმიტომ რომ იციან, რომ სიმართლე ჩვენს მხარეს არის, იციან, რომ სიმართლე ძალაა, იციან, რომ საქართველოში სიმართლის დრო დგება. დღეს "ნაციონალური მოძრაობა" და "ოცნება" ერთად წარსულისკენ ექაჩებიან ქვეყანას, ქვეყანას კი სჭირდება წინ სვლა, წინ თავისუფალი, თანამედროვე, ეროვნული, ევროპული სახელმწიფოსკენ. ეს იყო ჩვენი დიდი წინაპრების მიზანი და ისტორიამ ინება ისე, რომ ჩვენი თაობა ყველაზე ახლოს მივედით ამ მიზნის განხორციელებასთან და ამ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებას ისტორია არავის არ აპატიებს, სწორედ აქ იქნება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული. ახლა რაც შეეხება მომავალში გაღებულ თუ უკვე გაღებულ ბოქლომებს, ჩემს მეგობრებს, ყოფილ კოლეგებს, ბევრ ღირსეულ ადამიანს, რომელიც "ოცნებაშია" დარჩენილი მინდა გითხრათ, ნუ გეშინიათ, მე "ოცნებაში" თქვენთან ერთად ბევრი რამ ვისწავლე და მე ჩემს წარსულს თქვენი დღევანდელი ბოსებისგან განსხვავებით არასდროს არ უარვყოფ. მე ვისწავლე, რომ მოწინააღმდეგე როგორიც არ უნდა ბინძური და უღირსი იყოს, მას ისე არ უნდა მოექცე, როგორც ამას იმსახურებს, არამედ შენი ფასეულობების და ღირსების შესაბამისად. ასე რომ, ნუ გეშინიათ"- თქვა მან.
ბათუმის საკრებულოში პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი ნატალია ძიძიგური, ყოფილ თანაპარტიელებს ბერდია სიჭინავას და შალვა კერესელიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამასთან როგორც ძიძიგური აცხადებს, „ამხელა ზეწოლა გიორგი გახარიას გარეშე არ ხდება“.