კობახიძე კალაძის მსგავსად "წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე" საუბრობს
"ქართული ოცნების" მორიგი მესიჯბოქსი - მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება და კახა კალაძის მსგავსად "წინა ხელისუფლების მემკვიდრეობაზე" პედალირებს.
"ოკუპაციამ კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის წინა ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკის ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რომელთან დაპირისპირებაც ყოველდღიურად გვიწევს. ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. დამნაშავის დასასჯელად ყველაფერი უნდა გაკეთდეს"- წერს კობახიძე Facebook-ზე.