გინტურის მკვლელობა არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს - სახდეპი

07.11.23 10:09
გინტურის მკვლელობა არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს - სახდეპი

თამაზ გინტურის მკვლელობა არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს - ასე ეხმაურება რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს. ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით". - აცხადებს სახდეპი.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.