საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ნასვამები, სცადეს მანქანის მესაზღვრისთვის დაჯახება - КГБ-ს თავისმართლება

07.11.23 10:20
საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ნასვამები, სცადეს მანქანის მესაზღვრისთვის დაჯახება  - КГБ-ს თავისმართლება

საქართველოს მოქალაქეები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ, დაკავებისას მესაზღვრეს წინააღმდეგობა გაუწიეს - КГБ-ს თავისმართლება და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "უსაფრთხოების სამსახური" გაუგონარი განცხადება.

საოკუპაციო რეჟიმი ასევე ირწმუნება, რომ მესაზღვრეებმა ჰაერში გაისროლეს, ხოლო "კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის შემდეგ, მათი ავტომობილის ბორბლებს ცეცხლი გაუხსნეს".

"მათი დაკავების მცდელობისას მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც საფრთხეს უქმნიდა მესაზღვრეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საზღვრის დამრღვევებმა ნაჯახი გამოიყენეს. მოგვიანებით მათ სცადეს მანქანით მესაზღვრისთვის დაჯახება და შემდეგ საქართველოში გადასვლა.

შედეგად, ერთ-ერთი დამრღვევი მძიმედ დაშავდა და გადაყვანილი იქნა საქართველოში სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის, მეორე კი დააკავეს", - წერია განცხადებაში.

6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.