ამ საზარელ ფაქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას- ლექსმანი გინტურის მკვლელობაზე

07.11.23 10:15
ამ საზარელ ფაქტზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას- ლექსმანი გინტურის მკვლელობაზე

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი გინტურის მკვლელობაზე სრულ პასუხისმგებლობას  საოკუპაციო ძალას აკისრებს და ამბობს, რომ მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი საზიზღარი ინციდენტი აღარ განმეორდეს.

ტრაგიკული ინფორმაცია კირბალიდან. პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას ამ საზარელ აქტზე. მხოლოდ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სრულად დასრულებამ შეიძლება, უზრუნველყოს, რომ ასეთი საზიზღარი ინციდენტი აღარ განმეორდეს". - აცხადებს ლექსმანი.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.