რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული - კლეიტონი

07.11.23 10:42
რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული - კლეიტონი

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის, მკვლელობის შოკირებულია და  X-ზე წერს, რომ რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული

"შოკირებული ვარ რუსეთის ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს. რუსეთმა უნდა დაასრულოს ქართულ მიწაზე არალეგალური ყოფნა და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული", - წერს კლეიტონი.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.