გინტურის მკვლელობა და დოთიაშვილის გატაცება ქართული სახელმწიფოს კატასტროფაა - გვარამია
ეს არის ქართული სახელმწიფოს კატასტროფა - გვარამია - "მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობასა და ლევან დოთიაშვილის გატაცებას ეხმაურება:
"თამაზ გინტურის მკვლელობა და ლევან დოთიაშვილის გატაცება კირბალში, ანუ ტერიტორიაზე, სადაც საქართველო ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ადამიანური ტრაგედიის გარდა გინტურის მკვლელობა და დოთიაშვილის გატაცება ქართული სახელმწიფოს კატასტროფაა - გვარამია. ხელისუფლება კი, რომელიც ასე იქცევა, არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უსაფრთხოებისა და მომავლისთვის უზარმაზარი საშიშროება".- წერს გვარამია.
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.