ქვეყანაში გლოვაა - ოკუპანტების მიერ მოკლული გინტურის ცხედარი სახლში გადაასვენეს
ქვეყანაში გლოვაა - მთელი საქართველო ოკუპანტების მიერ სასტიკად მოკლულ აგვისტოს ომის მონაწილეს გლოვობს. თამაზ გინტურის ცხედარი სახლში ექსპერტიზის ბიუროდან ცოტა ხნის წინ მიასვენეს. ამ წუთებში იქ სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
"პირველებთან" საუბარი გინტურის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ის ოკუპაციას ვერ ეგუებოდა და ტაძარშიც, რომლის კარიც ცოტა ხნის წინ ოკუპანტებმა აჭედეს, ყოველ კვირა სანთლის დასანთებად ადიოდა.
ეგ ყველ კვირას ადიოდა იქ, აანთებდა სანთელს და წამოვიდოდა. ომის ვეტერანი იყო, 2008-ში ომობდა. ინსპექტორი იყო, მერე სულ ჯარში იყო უფროსად. კარგი კაცი იყო ძალიან. შეიძლება მეორე ვერ ნახოთ ეგეთი, - ამბობს გინტურის ნათესავი.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიოშვილი კი გაიტაცეს.