გუშინდელი ფაქტი არის დასტური, რომ არსებობს ყოველდღიური საფრთხე მშვიდობისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვანია გონივრული პოლიტიკა - პაპუაშვილი
გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, ყოველდღიური საფრთხეა ჩვენი სიმშვიდისთვის და ამიტომაც მნიშვნელოვანია გონივრული პოლიტიკა.
„სწორედ ასეთი ფაქტი და გუშინდელი მკვლელობა გვაჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა და გაფრთხილება უნდა მშვიდობას. ის გამოწვევები, რაც ოკუპაციის სახით გვაქვს, არის ყოველდღიური საფრთხე ჩვენი სიმშვიდისთვის, ამიტომ არის საჭირო გონიერი პოლიტიკის გატარება, რათა არ გვქონდეს ფართომასშტაბიანი კონფლიქტი ქვეყანაში.
რთულია განსაჯო წარსულში საკითხები, თუმცა, ფაქტი რჩება ფაქტად, ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა ოკუპაციის სახით. „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ არის გააზრება, რომ საფრთხეები სერიოზულია, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იმყოფებოდა და დახურულ ფორმატში ვისმენდით საკითხებს, ამაზეც გვქონდა საუბარი. ყველა მოქალაქემ უნდა გაუსწოროს თვალი იმ უსაფრთხოების რისკებს, რაც ქვეყანას აქვს. ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.