ნელ-ნელა ხდება ჭირვეულის მორჯულება - ოპოზიცია მოლაპარაკების პროცესზე

12.03.21 11:46
ნელ-ნელა ხდება ჭირვეულის მორჯულება - ოპოზიცია მოლაპარაკების პროცესზე

ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ოპოზიციას შეხვდება. შეხვედრების დასრულების შემდეგ კი, მედიატორი მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს.

ოპოზიცია იმედოვნებს, რომ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ხელისუფლება იძულებული გახდება კომპრომისზე წავიდეს. პირველი ნაბიჯი პოლიპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების ვადის ჩანიშვნა იქნება.

ნე-ნელა ხდებოდა ჭირვეულის მორჯულება, მაგრამ ბოლოში მოხდა ამ ჭირვეულის მორჯულება.  მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც მოხდება, იმიტომ, რომ იმის დამოუკიდებლად როგორ გაყალბდა და გაყალბდა არჩევნები რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა საზოგადოებაში ამისგან დამოუკიდებლად გაჩნდა იმ მძიმე მორალური კრიზისის ფონზე, რაშიც დღეს ვიმყოფებით, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგუალავა.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ბაქრაძე ამბობს, რომ თუკი მხარეებს შორის მოლაპარაკება ვერ შედგება, ეს მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“ ბრალი იქნება.

ეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს, ან არ შედგეს. თუ არ შედგება  ეს „ქართული ოცნების“ მიზეზით იქნება, პირდაპირ გეტყვით, იმიტომ, რომ ჩვენი „სტრატეგია  აღმაშენებელის“ გუნდი სულ თანხვედრაში ევროკავშირის პოზიციასთან მიმართებაში, - ამბობს ვაშაძე.

ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ, შეხვედრა უკვე „ქართულ ოცნებასთან“ გაიმართება. ვინ წარმოადგენს ამ მოლაპარაკებაზე „ოცნებას“  და მოხდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვლის ჩანაცვლება სხვა მაღალჩინოსნით, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები