განა ეს არის მშვიდობა, როცა ჩვენს მოქალაქეს ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები? - ბოკუჩავა "ოცნებას"

07.11.23 11:42
განა ეს არის მშვიდობა, როცა ჩვენს მოქალაქეს ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები? - ბოკუჩავა "ოცნებას"

"ქართული ოცნების" რიტორიკას, თითქოს ქვეყანაში მშვიდობა იყოს, ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა "ყალბს" უწოდებს. ოპოზიციის წევრს აინტერესებს, არის თუ არა მშვიდობა, როცა საქართველოს მოქალაქეს ზურგში ტყვიას რუსი ოკუპანტები ესვრიან.

ბოკუჩავას ერთადერთ გამოსავლად ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება მიაჩნია.  

სრულიად ყალბია რუსული ოცნების ნარატივი თავიდან ბოლომდე, მათ შორის, როდესაც ის გვესაუბრება მშვიდობაზე. განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები? ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყველგან, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება ნატოსა და ევროკავშირში. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან. ეს რას იძლევა, გვიჩვენებს მათ შორის ის უმძიმესი ფაქტები, რაც გუშინ ვიხილეთ, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი  მაშინ  გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური  მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.