პარტიას, რომელიც ღალატზეა დაფუძნებული, წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს - პაპუაშვილი გახარიაზე

07.11.23 12:07
პარტიას, რომელიც ღალატზეა დაფუძნებული, წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს - პაპუაშვილი გახარიაზე

პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი გახარიას "მოღალატეს" უწოდებს და ამბობს, რომ მას არჩევნებში ქართველი ხალხის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის ყველა რენეგატის ბედი. 

პარტია, რომელიც ბაზისში დაფუძნებულია რენეგატობაზე, რა თქმა უნდა, არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეს ქართული საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების მხრიდან. მემგონი, ამაზე ქართველმა ხალხმა არჩევნებზე უკვე გასცა საკმარისად პასუხი. ეს არის ბედი ყველა რენეგატის, - ამბობს პაპუაშვილი. 

ექსპრემიერის პარტიას თანაგუნდელები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. ბოლო ერთ კვირაში გახარიას პარტია ორმა წევრმა დატოვა. ერთმა ექსპრემიერი პირადი ცხოვრებით  შანტაჟში ამხილა, მეორემ კი თაღლითად და მოღალატედ გამოაცხადა. 

"საქართველოსთვის" ლიდერი კი ამ პროცესს გადამწყვეტი არჩევნების წინ "ოცნების" ისტერიკად აფასებს. გიორგი გახარიას თქმით, "ოცნებამ" იცის, რომ დამარცხდება, ამიტომ შეშინებულია და ამ ფონზე ბევრ სისულელეს აკეთებს.