მხეცური ფაქტი, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი - სარჯველაძე

07.11.23 12:26
მხეცური ფაქტი, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი - სარჯველაძე

გინტურის მკვლელობა ოკუპანტების მიერ - ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მომხდარს მხეცურ ანომალიურ ფაქტად აფასებს და აცხადებს, რომ  ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული დაუსჯელი არ დარჩეს.

მისი თქმით, ადრე თუ გვიან დადგება დრო, საქართველო დეოკუპაციას იზეიმებს.

„უმძიმესი ფაქტი მოხდა, რომელსაც ვერც ერთი ქართველი ვერ შეეგუება, ეს არის სრული ანომალია, სრულიად არანორმალური რამ, როცა ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე, აბსოლუტურად არალეგიტიმური, მხეცური ფაქტი და რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი,"- განაცხადა სარჯველაძემ.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.