ქართული დიასპორა რუსეთში: რაც მოხდა, ორივე ხელისუფლების ბრალია

07.11.23 13:00
ქართული დიასპორა რუსეთში: რაც მოხდა, ორივე ხელისუფლების ბრალია

ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც გუშინ მოხდა, რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებების უპასუხისმგებლო და მცდარი პოლიტიკის შედეგია, - ამის შესახებ რუსეთში ქართული დიასპორა აცხადებს. საქმე ეხება გუშინ საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას.

დავით ცეცხლაძე ამბობს, რომ რუსულ და ქართულ მხარეებს პრობლემების მოსაგვარებლად მოლაპარაკებები დიდი ხნის წინ უნდა დაეწყოთ, თუმცა საამისოდ პირველი ნაბიჯი არცერთმა მხარემ არ გადადგა. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტრაგიკული სიტუაცია, რომელიც გუშინ მოხდა, ეს რუსეთის და საქართველოს ხელისუფლებების უპასუხისმგებლო და მცდარი პოლიტიკის შედეგია. ბევრი წლების განმავლობაში მაგიდასთან დასხდომის და მოლაპარაკებების დასაწყებად არცერთი მხარე პირველ ნაბიჯს არ დგამდა. მსგავსი პოლიტიკა რუსეთის და საქართველოს ხალხების ინტერესში არ შედის და ჩვენ, როგორც მსხვილი საზოგადოებრივი პლატფორმა, მოვუწოდებთ ორივე ქვეყნის ხელისუფლებებს  დაიწყოს პირდაპირი დიალოგი არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. 

რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ყველა პრობლემა მოგვარებული უნდა იყოს და ჩვენ, საზოგადოება,, ვითხოვთ კონკრეტულ ნაბიჯებს ორივე ქვეყნის ხელისუფლებებისგან. რათა ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა მშვიდობასა და თანხმობაში იცხოვრონ, - განაცხადა ცეცხლაძემ.