საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ყოფნა უკანონოა - ბორელი

07.11.23 13:50
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ყოფნა უკანონოა - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას და კიდევ ერთის დაკავებას. ჩვენ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ. რუსეთის სამხედრო ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონოა”, - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი  მაშინ  გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური  მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.