გულისმომკვლელი და გასაბრაზებელია, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი - დეგნანი გახელაძის ოჯახს შეხვდა

14.06.21 15:07
გულისმომკვლელი და გასაბრაზებელია, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი - დეგნანი გახელაძის ოჯახს შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი და ეუთო-ს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდნენ. დიპლომატები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ: 

ძალიან გულისმომკვლელი და გასაბრაზებელია, თუ რა თამაშს თამაშობს რუსეთი და როგორ იყენებს ადამიანის სიცოცხლეს. კიდევ ერთხელ მტკიცედ და მკაფიოდ მსურს გამოვხატო აშშ-ის ურყევი ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიყვანოს ჯარი, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დგას" - თქვა დეგნანმა. 

მსგავსი სიახლეები