ოკუპაცია ნაკლებად ფატალური იქნებოდა, რომ არა წინა ხელისუფლების უზარმაზარი შეცდომები - სარჯველაძე

07.11.23 14:05
ოკუპაცია ნაკლებად  ფატალური იქნებოდა, რომ არა წინა ხელისუფლების უზარმაზარი შეცდომები - სარჯველაძე

საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობაში "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე რუსეთის და ასევე საქართველოს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას ხედავს. მმართველი გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ოკუპაცია ნაკლებად მტკივნეული და ფატალური იქნებოდა რომ არა წინა ხელისუფლების უზარმაზარი შეცდომები. 

ოკუპანტი სახელმწიფოა ის, ვინც პასუხისმგებელია მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, მაგრამ შეიძლება ჩვენ აღმოვაჩინოთ ბევრი შეცდომა, რომელმაც შეიძლება განაპირობა ამ რეზულტატის გარდაუვალობა. შეიძლება ყოფილიყო ნაკლებად მტკივნეული, ნაკლებად ფატალური, ნაკლებად მძიმე ეს ოკუპაცია, რომ არა წინა ხელისუფლების უზარმაზარი შეცდომები. კეთდება ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ რეალურად დეოკუპაცია განხორციელდე, ომის გარდა უკლებლივ ყველაფერი. თუ თქვენ გულისხმობთ კითხვაში ომს ვიწყებთ თუ არა, არ ვიწყებთ, იმიტომ, რომ იცით, ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს გაცხადებული, ჩამოყალიბებული და მტკიცე პოზიცია...

იმავე ხელისუფლების პირობებში, არაერთი ქართველი მოკლული იგივე მოცემულობაში პრაქტიკულად, როგორც ახლა ამ ტრაგედიის მომსწრენი გავხდით. ეს ოკუპაცია გრძელდება... ყველაფერი გაკეთდება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა, ეს კონკრეტული ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი, - ამბობს სარჯველაძე.

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი  მაშინ  გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური  მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.