უმკაცრესად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - ესტონეთის საგარეო

07.11.23 14:23
უმკაცრესად ვგმობთ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას - ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობას და აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია.

 "უმკაცრესად ვგმობთ საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომხდარ ფატალურ შემთხვევას, საქართველოს მოქალაქის მკვლელობას! რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების მიერ ძალის გამოყენება მიუღებელია. თანავუგრძნობთ დაღუპულის ოჯახს!" - ნათქვამია განცხადებაში.

სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.