რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად, საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს საერთაშორისო პარტნიორებს - ფიშერი
გერმანია მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად, საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს საერთაშორისო პარტნიორებს.
"გერმანიის მთავრობის სახელით გულწრფელ მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო, რუსეთის ძალების მიერ, რომელიც აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უკანონო დარღვევას. საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს მის საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის რუსეთის მტრული ქმედებების დასასრულებლად".- ამბობს ფიშერი.
სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.