პრეზიდენტი, ამ წუთებში, სოფელ კირბალში თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში, სოფელ კირბალში თამაზ გინტურის სამძიმარზე მიემგზავრება.
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სოფელ კირბალთან მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.