ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთე - გიორგი გახარია

14.06.21 15:05
ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთე - გიორგი გახარია

"ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთე", - ამის შესახებ ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ბათუმში,  პარტიის პირველი ოფისის გახსნის დროს ჟურნალისტებთან თქვა. გახარიას თქმით,  რისი გაკეთებაც თანამდებობაზე ყოფნის დროს ვერ შეძლო, მოიტივაციაა იმისთვის, რომ ბევრად სწრაფად შეასრულოს. 

ბევრი რამე გავაკეთე, ბევრი რამ გაკეთდა და ამაში მონაწილეობა მიღებული მაქვს, ბევრი რამ ვერ გაკეთდა და ეს არის ის პასუხისმგებლობა, რის გამოც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ უფრო სწრაფად, ეფექტურად და კეთილსინდისიერად.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ იმის წამოძახებით, მაშინ რატომ ვერ გააკეთე, მე რამე კომპლექსს გამიჩენენ, ვერ გამიჩენენ, ის, რაც ვერ გავაკეთე და ვაღიარებ, რომ ბევრი რამ ვერ გავაკეთე, არის ის ძირითადი მოტივაცია და პასუხისმგებლობა, რომ ბევრად უკეთესად, სწრაფად და ეფექტურად გავაკეთოთ ეს ყველაფერი", - ამბობს გიორგი გახარია.