"რუსეთის ანაფორიანი აგენტურა" - ანდრია ჯაღმაიძე MONA.GE-ს სიაშია
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე MONA.GE-ს რიგით მეოთხე სიაში მოხვდა.
სასულიერო პირი პლატფორმაზე თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ გაკეთებული განცხადების გამო მოხვდა.
საპატრიარქოს წარმომადგენელი გუშინ ამტკიცებდა, რომ აგვისტოს ომის მონაწილის მკვლელობა ოკუპანტების მიერ ჟურნალისტების რეპორტაჟებს მოჰყვა.
MONA.GE-ს პლატფორმაზე უკვე აღმოჩნდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მათ შორის ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი.
გირჩი - მეტი თავისუფლებისა და დროას პროექტში, სიაში მოხვდნენ გომელაურის უწყების ის თანამშრომლები, ვინც საქმეების გაყალბებაშია ბრალდებული.