ოკუპანტების მიერ მოკლულია ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ეს უდიდესი ტკივილია ყველა ჩვენგანისთვის - გორის მერი
საოკუპაციო ხაზთან მოკლული თამაზ გინტურის სამოქალაქო პანაშვიდზე გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც მივიდა. მაღალჩინოსანმა მხოლოდ ის თქვა, რომ უმძიმესი ფაქტი მოხდა, თუმცა რუსეთი არ უხსენებია.
ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტებმა მოკლეს საქართველოს მოქალაქე, რაც უმძიმესი სიტუაციაა და ყველაფერზე მეტყველებს, - ამბობს ხინჩეგაშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ ქვეყნის უსაფრთხოება იქნას დაცული.