მიხეილ სააკაშვილის გვერდიდან მელიას შესახებ გამოქვეყნებული სტატუსი წაიშალა

07.11.23 15:30
მიხეილ სააკაშვილის გვერდიდან მელიას შესახებ გამოქვეყნებული სტატუსი წაიშალა

პოსტი, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობდა, რომ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ მწვავე განცხადებაში ნიკა მელიას არ გულისხმობდა, მიხეილ სააკაშვილის Facebook გვერდზე არ იძებნაბა. 

5 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში სააკაშვილი წერდა, რომ "ღრმა წარმოდგენისაა ნიკა მელიას დამსახურებასა და მის შესაძლებლობაზე". 

რამდენიმე წუთის წინ, პოსტის გაუჩინარების ამბავს ნიკა მელია სოციალური ქსელით გამოეხმაურა. 

"ვნახეთ თავმჯდომარის შანტაჟის ტონში ფორმულირებული მოთხოვნა. და უცნაურად და უცაბედად, ფეისბუქიდან ქრება მათთვის "არმოსაწონი პოსტი" - დაწერა მელიამ. 

მე მრავალჯერ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ტყვეობაში მყოფი ადამიანის პოსტებზე, პოზიციებსა და შეფასებებზე არ გავაკეთებ კომენტარს… თუმცა, გავაკეთებ კომენტარს მათზე, ვინც პატიმრის სახელსა და რეპუტაციას ეფარება, ვიწრო მერკანტილური ინტერესისთვის იყენებს, ერთ დღეს ამბობს – აი მიშამ თქვა და წადი, მეორე დღეს კი აშანტაჟებს, ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს, როდესაც მისი პოზიცია არ მოსწონს, ამას აკეთებს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში ბრიფინგის სახით.
ვნახეთ თავმჯდომარის შანტაჟის ტონში ფორმულირებული მოთხოვნა.

და უცნაურად და უცაბედად, ფეისბუქიდან ქრება მათთვის “არმოსაწონი პოსტი”. ამას აკეთებს ხალხი, ვინც თვეების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არ არის არაფორმალური მმართველობა პარტიაში. ამას აკეთებს ხალხი, რომელსაც ერთი კვიპროსული ხელი მართავს, მათ მესიჯსა და მოთხოვნას აყალიბებს.

ამით კი პირველ რიგში მიშას რეპუტაციას აზიანებს, მის სიტყვას ფასს უკარგავს“, – წერს მელია Facebook-ზე.

მელიას თქმით, სააკაშვილი აუცილებლად იქნება თავისუფალი და „აუცილებლად გულწრფელად და თამამად ჩახედავს მას თვალებში“.

„მანამდე კი „ოცნებასთან“ ბრძოლაა მოსაგები, გამარჯვების რწმენით, სიმართლითა და ღირსებით – ეს ბრძოლა უკმოპრომისობითაა მოსაგები და არა მორალური კომპრომისებით დასუსტებული პოზიციით, რაზეც პარტიის მენეჯმემტი არა მხოლოდ თავად მიდის, არამედ სხვისგანაც იმავეს მოითხოვს“, - წერს მელია Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ 3 ნოემბრის სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა მათ, ვინც პარტიას შიგნიდან ლანძღავს, პარტიის დატოვება ურჩია.

სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ ენმ-ის ახალი თავმჯდომარე და მენეჯმენტი ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ განცხადებაში სწორედ ნიკა მელიას გულისხმობდა.