მკვლელობა იმ დანაშაულის შედეგია, რაც თქვენმა ბელადმა ჩაიდინა - ვოლსკი მედიას

07.11.23 15:34
მკვლელობა იმ დანაშაულის შედეგია, რაც თქვენმა ბელადმა ჩაიდინა - ვოლსკი მედიას

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ კირბალში მომხდარი მკვლელობა წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ხელს ისევ სააკაშვილისკენ იშვერს და ირწმუნება, რომ რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საშუალება სწორედ მან მისცა. 

დღეს ამ ადამიანის მკვლელობა არის დანაშაულის შედეგი, რომელიც ჩაიდინა თქვენმა ბელადმა. სწორედ ეგ არის დანაშაული, რომ რუსეთს მიეცი საშუალება ოკუპაციის, რომ რუსეთს გაუვლე ხაზი საოკუპაციო, რომ ადამიანები დატოვე იმ ზონაში, სადაც იცოდი, რომ დახოცავდნენ და დაახოცინე ადამიანები. ეს არის დანაშაული. ერთმანეთს არ ვადარებ, ეგ ერთი ტანის ორი ხელია, მარჯვენა და მარცხენა, - თქვა ვოლსკიმ.  

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი  მაშინ  გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური  მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.