წარადგინეთ გეგმა, როგორ აპირებთ გინტურის მკვლელების პასუხისგებაში მიცემას? - ლილუაშვილი "ოცნებას"

07.11.23 15:40
წარადგინეთ გეგმა, როგორ აპირებთ გინტურის მკვლელების  პასუხისგებაში მიცემას? - ლილუაშვილი "ოცნებას"

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი  ხელისუფლებას მიმართავს და ინტერესდება, როგორ აპირებს "ოცნება"  გინტურის მკვლელების  პასუხისგებაში მიცემას? ამასთან, ოპოზიციის წევრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები უკონტროლო შემოდინება დაარეგულიროს. 

ჩვენი მიმართვა ხელისუფლებისადმი ამ მძიმე ტრაგედიის და სისხლიანი ოკუპაციის შედეგთან მიმართებაში არის შემდეგი, რომ პირველ რიგში, წარადგინოს გეგმა, პასუხისგებაში როგორ, რა გზებით აძლევს იმ პირებს, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული და მეორე, აუცილებელია გაძლიერდეს კონტროლი უკონტროლო მიგრაციის პროცესის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის ქვეყანაში, - ამბობს ბექა ლილუაშვილი. 

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი  მაშინ  გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური  მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.